ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა, ქვეითი გადარჩა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

შემთხვევა 15 თებერვალს, გვიან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი დაშავდა, ხოლო მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერპრესნიუსი