მამათში სიძე-პატარძალს ქორწილის ღამეს საწოლი მოპარეს

მამათში სიძე-პატარძალს ქორწილის ღამეს საწოლი მოპარესქურდობა მამათში – სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი.

მომხდარის შესახებ “გურიის მოამბეს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: “მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუყანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში”-გვიყვება მეზობელი

დიანიუსი