სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა. შემთხვის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა თუმცა 3 პირი ამ დრომდე ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის […]
კატეგორია: შემთხვევა
ბარნოვზე დაიტბორა სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები – მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა
ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. შედეგად დაიტბორა ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, დაზიანებულია მანქანები. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)” განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, […]
ნუცუბიძის პლატოზე 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს
80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე, კერძოდ მეორე პლატოზე მოხდა. მოხუცებული ქალბატონი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა და მეზობლებმა გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ მოხუცებული მარტო ცხოვრობდა. მისი ბინიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაური სუნი გამოდიოდა. მოგვიანებით, სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მეზობლები მოხუცებულის შვილებს დაუკავშირდნენ და საეჭვო გარემოების შესახებ აცნობეს. ამავდროულად, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ბინის კარის შემტვრევის შემდეგ 80 წლამდე ქალი მიცვალებული აღმოაჩინეს. ის თითქმის 14 დღის გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვინ არიან გორთან ავარიის შედეგად დაღუპული თორნიკე გიგუაშვილი, გიორგი მერებაშვილი და დავით ცოტნიაშვილი
2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა, რომელიც გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარი ავარიის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. დაღუპული 18 წლისაა. სოფელ ქიწნისთან გუშინ “ოპელის” მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 19 და 23 წლის ორი მამაკაცი. ავარიის დროს გარდაცვლილი სამივე ახალგაზრდა გორის რაიონის, სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო. გარდაცვლილები არიან თორნიკე გიგუაშვილი […]
თემქაზე CO-თი ოჯახის 6 წევრი მოიწამლა – მათ შორის 2 ბავშვია
თემქის მე-3 მიკრორაიონში CO-თი ოჯახის 6 წევრი მოიწამლა, მათ შორის 2 ბავშვია. როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, ორი ბავშვი იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, დარჩენი ოჯახის წევრები მეხუთე საავადმყოფოში. ადგილზე სასწრაფო ბრიგადასთან ერთად საპატრულო პოლიციაც გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციით ნამწვის დაგროვდბა “კარმას” ტიპის გამათბობელიდან მოხდა. მეხუთე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება […]
ბათუმში 23 წლის სტუდენტი ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა
ბათუმში, 23 წლის სტუდენტი ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ გამოძახებულ ბრიგადას ახალგაზრდა გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოქვეყნდა სადაც ვკითხულობთ: “ბათუმის შოთა […]
გორთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რასაც 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია კიდევ ერთი ახალგაზრდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” გადაიყვანა. დეტალებს ,,დიანიუსი” ამ წუთებში არკვევს.
“ამ 2 ახალგაზრდას ვერ ვპოულობ” – ბინა პეკინზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეპატრონემ დღეს გააქირავა
პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა. მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება. ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული […]
“სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო” – ვინ იყო ქეთევან წამებულზე დაღუპული 19 წლის ლაშა კობახიძე
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვლილთაგან ორი, მამა-შვილია. ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი 7 მამაკაციდან ყველაზე პატარა 19 წლისაა, რომელიც ქუთაისიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. როგორც ლაშა კობახიძის ახლობლები აცხადებენ, შემთხვევას გადაურჩა ლაშას ძმა, რომელიც სხვაგან იმყოფებოდა. “სკოლა ახლახანს დაამთავრა, სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი […]









