ნუცუბიძის პლატოზე 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს

ნუცუბიძის პლატოზე 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე, კერძოდ მეორე პლატოზე მოხდა. მოხუცებული ქალბატონი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა  და მეზობლებმა გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.

ირკვევა, რომ მოხუცებული მარტო ცხოვრობდა. მისი ბინიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაური სუნი გამოდიოდა. მოგვიანებით, სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მეზობლები მოხუცებულის შვილებს დაუკავშირდნენ და საეჭვო გარემოების შესახებ აცნობეს. ამავდროულად, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ბინის კარის შემტვრევის შემდეგ 80 წლამდე ქალი მიცვალებული აღმოაჩინეს. ის თითქმის 14 დღის გარდაცვლილი იყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.