ბარნოვზე დაიტბორა სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები – მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა

ბარნოვზე დაიტბორა სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები - მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდაბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. შედეგად დაიტბორა ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, დაზიანებულია მანქანები.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)” განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება.

რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზუსტი ოდენობის დათვლა და ისინი მას სრულად აანაზღაურებენ.