ვინ არიან გორთან ავარიის შედეგად დაღუპული თორნიკე გიგუაშვილი, გიორგი მერებაშვილი და დავით ცოტნიაშვილი

ვინ არიან გორთან ავარიის შედეგად დაღუპული თორნიკე გიგუაშვილი, გიორგი მერებაშვილი და დავით ცოტნიაშვილი2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ქიწ­ნის­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 18 წლი­საა.

სო­ფელ ქიწ­ნის­თან გუ­შინ “ოპე­ლის” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ვაშ­ლით დატ­ვირ­თულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 19 და 23 წლის ორი მა­მა­კა­ცი.

ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა გო­რის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ტყვი­ა­ვის მკვიდ­რი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან თორ­ნი­კე გი­გუ­აშ­ვი­ლი (სა­ჭეს­თან), გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც შარ­შან და­ამ­თავ­რა სკო­ლა და ტყვი­ა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი და­ვით ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამბები

ვინ არიან გორთან ავარიის შედეგად დაღუპული თორნიკე გიგუაშვილი, გიორგი მერებაშვილი და დავით ცოტნიაშვილი