გაუმართავმა გაზგაყვანილობამ თბილისში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ვარკეთილში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ბინის მეპატრონე, 70 წლამდე მამაკაცია, ხოლო მეორე – მისი მეზობელი. “იყო მარტოხელა კაცი, მასთან მეზობელი იყო შესული. მეგობრები იყვნენ. ეტყობა, სვამდნენ. რომ არ მივიდა სახლში, დილით გამოიძახეს სამაშველო სამსახური. მოვიდნენ და დახვდათ ასეთი სურათი, […]
კატეგორია: შემთხვევა
ბორჯომის ტყეში 21 წლის ყვიბისელი სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს
ბორჯომთან ახლოს, ტყეში, სოფელ ყვიბისში მცხოვრები 21 წლის სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს. ახლობლების ინფორმაციით, სულხანი ტყეში ცხენით იყო წასული. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ცხენიდან გადმოვარდა, დაცემისას გონება დაკარგა და ტყეში გაიყინა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდება ლომიძის გარდაცვალების მიზეზი. ინტერპრესნიუსი
ბათუმში მაღაზიაში მანქანა შევარდა
რუსთავში, საცხოვრებელი ბინის მე-8 სართულზე, წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავში, 17-ე მიკრორაიონში, საცხოვრებელი ბინის მე-8 სართულზე, წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული და “სოკარგაზ ჯორჯიას” წარმომადგენლები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით გამათბობელი კუსტარულადაადამონტაჟებული, რაც აალების მიზეზი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „რვასართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე დაიწვა ერთი ოთახი, 20 კვ.მ. მეხანძრე-მაშველების დროულად და ოპერატიული რეაგირების შედეგად გადარჩენილ იქნა საცხოვრებელი ბინის დაახლობით 40- 50 კვ.მ. და არ მოხდა ხანძრის გავრცელება 3 ბინაზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო […]
თბილისში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა – დამხმარე ნაგებობა დაიწვა.
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა გეთიას ქუჩაზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა. აფეთქებას გადაურჩა თბილისში დილით კიდევ ერთი კორპუსი, ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია […]
იგოეთთან ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა
ძლიერი ყინვა საქართველოში – ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი. 18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ […]
გორში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
აფეთქება მოხდა გორში. ცხინვალის გზატკეცილზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 66 წლის მამაკაცი დაშავდა. მამაკაცი სხეულის სხვადასხვა დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ”პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ აფეთქება ძლიერი იყო, ჩამსხვრეულია გვერდით მდებარე სახლების მინებიც. არსებული ინფორმაციით ბუნებრივი აირის აფეთქება გაზქურაში დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. პრაიმ ტაიმი
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
„იმედის“ კლინიკაში მოთავსებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც „იმედის“ კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, კლინიკაში მიყვანის დროს ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო ანუ გული ჰქონდა გაჩერებული. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 20:30 საათზე მიიყვანეს. “პაციენტს აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ლიქორეა ყურიდან. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული. გულის რიტმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, დაახლოებით […]










