იგოეთთან ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა

იგოეთთან ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ამის მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია.

მისი თქმით, გზა იმდენად მოყინულია, რომ მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.