კატეგორია: შემთხვევა

უკრაინაში სკოლის 51 მოსწავლე დაუდგენელი მიზეზით მოიწამლა

უკრაინაში სკოლის 51 მოსწავლე დაუდგენელი მიზეზით მოიწამლა

უკრაინის ქალაქ ჩერკასკში, ერთერთ სკოლაში 51 მოსწავლე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოიწამლა. სკოლაში დილის ვარჯიშის დროს ბავშვებმა გონი დაკარგეს. ისინი გოსპიტალიზებულნი არიან. მათგან 11 რეანიმაციაშია. შემთხევვის ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი და ჯანდაცვის მინისტრი ულიანა სუპრუნი ჩავიდნენ. მომხდარზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

თბილისში 15 წლის თიკო ნიკოლაძეს ეძებენ – არასრულწლოვანის ოჯახი დახმარებას ითხოვს

თბილისში 15 წლის თიკო ნიკოლაძეს ეძებენ - არასრულწლოვანის ოჯახი დახმარებას ითხოვს

თბილისში, 15 წლის თიკო ნიკოლაძეს მეორე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, არასრულწლოვანი სკოლაში წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. “მეორე დღეა დაკარგულია ჩემი დიშვილი, თიკო (თინათინ) ნიკოლაძე,15 წლის!!! დილით სკოლაში წავიდა და არ მისულა, მიზეზი არ ვიცით. ეს არის მისი ფოტოები. გუშინ თითქმის ყველა მის მეგობარს გელაპარაკეთ და დაგამატეთ, თუ ვინმემ რამე იცით გაგვაგებინეთ ძალიან […]

ავარია თბილისში – დაიღუპა 1 ადამიანი

ავარია თბილისში - დაიღუპა 1 ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 276 ე მუხლით აღძრა,რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იმედინიუსი

ქარელის გადასახვევთან ,,ლექსუსის” ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა

ქარელის გადასახვევთან ,,ლექსუსის" ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა

ქარელის გადასახვევთან ,,ლექსუსის” ჯიპი გზიდან გადავარდა. მანამდე ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა  მკვეთრ მოსახვევთან მოხდა. ჯიპი ქარელიდან ავტობანის მიმართულებით მოძრაობდა. პოლიციელების განცხადებით, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია. ავტომანქანა სასულიერო პირს ეკუთვნის, თუმცა შსს-ს თანამშრომლებმა დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეს. გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით მიმდინარეობს და მძღოლს ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმა ემუქრება. ქართლი

რუსთავში მერსედესი ფოლკსვაგენს დაეჯახა

რუსთავში მერსედესი ფოლკსვაგენს დაეჯახა

რუსთავში მეგობრობის გამზირზე. გზაჯვარედინზე ერთმანეთს “მერსედესი”-ს და “ფოლკსვაგენი”-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი მოუწესრიგებელია, რის გამოც რთულია გადაადგილება. ფალიაშვილის და კლდიაშვილის ქუჩაზე ორმული სამუშაოები მიმდინარობს, რის გამოც გზის საფარის დაზიანებული ფრაგმენტები ამოჭრილია. ინფორუსთავი

მახინჯაურში 2 სტუდენტს მანქანა დაეჯახა

მახინჯაურში 2 სტუდენტს მანქანა დაეჯახა

მახინჯაურში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბათუმის საზღვაო სასწავლებლის 2 სტუდენტს დაეჯახა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მანგლისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა – დაიღუპა 2, დაშავდა 17 მგზავრი

მანგლისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა - დაიღუპა 2, დაშავდა 17 მგზავრი

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაიღუპა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და […]

თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა

თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა

თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა​. პირველი არხი

იგოეთთან მანქანა ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან მანქანა ამოტრიალდა - 2 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან, ცენტრალურ მაგისტრალზე, დასავლეთისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, რომლებიც კასპის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი

პაკისტანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, ქალაქ კვეტის მახლობლად ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. მაღაროს ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 9 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მასშტაბური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია 5 ცხედარი.აფეთქებას ამავე მაღაროში 2011 წელს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა