მახინჯაურში 2 სტუდენტს მანქანა დაეჯახა

მახინჯაურში 2 სტუდენტს მანქანა დაეჯახამახინჯაურში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბათუმის საზღვაო სასწავლებლის 2 სტუდენტს დაეჯახა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.