მერსედესი ქედისკენ მიდიოდა… სატვირთოს მძღოლი გადარჩა – ქედაში ავარიის ახალი დეტალები

მერსედესი ქედისკენ მიდიოდა... სატვირთოს მძღოლი გადარჩა - ქედაში ავარიის ახალი დეტალებიქედაში ავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ქედის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც ავარია მოხდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე იმყოფება და სამართალდამცველების მიერ მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი გარდაიცვალა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.