ქედასთან დაღუპული 5 მამაკაცი ქორწილში მიდიოდა – ხუთივეს ვინაობა ცნობილია

ქედასთან დაღუპული 5 მამაკაცი ქორწილში მიდიოდა - ხუთივეს ვინაობა ცნობილიაAmbebi.ge-ს ინფორმაციით, ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემურ ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე დაიღუპნენ.

შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს. Ambebi.ge სოფელ მახვილაურის მკვიდრს ესაუბრა:

– ნამდვილად, სამწუხარო ამბავი მოხდა. ავარიის შესახებ დილით გავიგეთ. მეზობლები დაიღუპნენ. ოთხი გარდაცვლილი 50 წელს მიღწეული მამაკაცები იყვნენ. რაც შეეხება დათო დევაძეს, იგი 30 წლამდე ასაკის იყო. როგორც ჩვენ ვიცით, ისინი ავტომობილით ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. არ ვიცით ავარიის მიზეზები, ალბათ გამოძიება დაადგენს, რა მოხდა. გარდაცვლილები წარმოშობით, ქედის სოფლებიდან ახოსა და კვაშტადან არიან.