საშინელი ავარია ქედაში – ღვინის სახლთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 5 ადამიანი დაიღუპა

საშინელი ავარია ქედაში – ღვინის სახლთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 5 ადამიანი დაიღუპაქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ღვინის სახლთან ახლოს მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი