თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვესთბილისში, თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამწვარი იპოვეს.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, მამაკაცი აღნიშნულ მისამართზე ქირით 2018 წლის 17 თებერვლიდან ცხოვრობდა.

ბინის მესაკუთრის მომართვის საფუძველზე, მოხდა ურდულით დაკეტილი კარის გახსნა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.