სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა

სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახაზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები დაშავდნენ, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა.

“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მოძრაობის წესები მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც აღნიშნული ფაქტი მოხდა.