მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. თვითმხილველების თქმით, კაცი ჯებირთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა და წყალში გადახტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქე, რომელიც ვახუშტის ხიდიდან გადახტა, მაშველებმა მტკვრიდან ამოიყვანეს. მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ სატვირთო ავტომობილი გაიჭედა
თბილისში ოპელი ხეს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]
ექიმი გიორგი ხარჭილავა – “მოზარდს რამდენჯერმე გაუჩერდა გული…”
ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. როგორც ექიმმა გიორგი ხარჭილავამ განაცხდა, მოზარდს შეყვანისთანავე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა, გულის რამდენჯერმე გაუჩერდა და ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა. – შემოყვანისთანავე პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა რამდენჯერმე გულის გაჩერებას. მოხერხდა აღდგენა მაგრამ პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანების […]
70-ე სკოლის 1 მოსწავლე გარდაიცვალა – სისხლიანი ტრაგედია ბარათაშვილზე
ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნის შედეგად 70-ე სკოლის 6 მოსწავლე დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი უკიდურესად მძიმედ იყო. ცოტა ხნის წინ მძიმედ დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ნიუპოსტი
თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეებს მინა დაეცა – დაშავდა 6 მოზარდი
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა სკოლის მოსწავლეებს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ სულ დაშავებულია ექვსი მოზარდი. მათგან სამი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ სამი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. როგორც შსს-ში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ექვსივე დაშავებული 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს […]
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 217 ნომერში, საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv ავრცელებს. დაზარალებული ოჯახის წევრების თქმით, დაახლოებით 25 წლის წინ სახლს პატარა სამზარეულო მიაშენეს, დღეს სწორედ ამ ოთახის იატაკი ჩავარდა. ქობულეთში დაზიანებულ სახლთან სამართალდამცველები მივიდნენ. რამ გამოიწვია იატაკის ჩანგრევა, ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მოკვლევა.
ქარელში მანქანა არხში გადავარდა – 3 ადამიანი დაიღუპა
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქარელის რაიონში, სოფელ მოხისთან, ჰესის ახში მსუბუქი მანქანა გადავარდა, რომელშიც 5 ახალგაზრდა იჯდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მანქანიდან ორმა პირმა გადმოსვალა შეძლო, სამი კი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის ორი ძმაა. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
ფხვნილს ფანტავენ, რომელიც ალდება… – მოვაჭრეები ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბრობენ
ცაბაძის ქუჩაზე წუხელ სავაჭრო ცენტრი “თერგი დაიწვა” . ხანძარი, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც დაუდევრობით […]
ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა – ვიდეო
ბაზრობა “თერგის“ სახურავზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული. მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით წუხელ ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე […]








