თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეებს მინა დაეცა – დაშავდა 6 მოზარდი

თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეებს მინა დაეცა - დაშავდა 6 მოზარდითბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა სკოლის მოსწავლეებს დაეცა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ სულ დაშავებულია ექვსი მოზარდი. მათგან სამი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ სამი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, ექვსივე დაშავებული 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.