ექიმი გიორგი ხარჭილავა – “მოზარდს რამდენჯერმე გაუჩერდა გული…”

ექიმი გიორგი ხარჭილავა -  "მოზარდს რამდენჯერმე გაუჩერდა გული..."ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც ექიმმა გიორგი ხარჭილავამ განაცხდა, მოზარდს შეყვანისთანავე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა, გულის რამდენჯერმე გაუჩერდა და ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა.
– შემოყვანისთანავე პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა რამდენჯერმე გულის გაჩერებას. მოხერხდა აღდგენა მაგრამ პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანების გამო, – განაცხადა ექიმმა გიორგი ხარჭილავამ.

შემთხვევა რამდეიმე საათის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი