კატეგორია: შემთხვევა

გიორგი მღებრიშვილი: სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

გიორგი მღებრიშვილი: სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“  მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი. როგორც მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტი ციფრები დამწვარ ფართობთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ […]

დიდუბეში თერგის ბაზრობა იწვის

დიდუბეში თერგის ბაზრობა იწვის

თბილისში, დიდუბის რაიონში მდებარე ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარია. ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.

ყვარელში 10 წლის ბავშვს რკინა დაეცა და მოკლა

თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა - "ჩემი შვილი თამაშობდა ლურჯ ვეშაპს"

ყვარლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 10 წლის მოზარდი ემსხვერპლა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში ბავშვს თანატოლებთან თამაშის დროს რკინის კონსტრუქცია დაეცა. მან დაზიანება გულ-მკერდის არეში მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს სამეგრელოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა​. ცეცხლი სოფელ თარგამულში, ქირიების სახლში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა ნასვამი იყო. ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ხის სახლი. გარდაცვლილი 41 წლის ჯონი ქირიაა.

ავარია რუსთავში – 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ავარია რუსთავში - 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ,,მაზრადასა” და ,,როვერის” მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ინერციით ავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ინფორმაციით, ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინტერპრესნიუსი

ზუგდიდის რაიონში ხანძარს 35 წლის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონში ხანძარს 35 წლის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ხანძარს  35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთსართულიან ფიცრულ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა და დამწვარია 120 კვ.მ.-ზე მეტი ფართი. სახლში შუახნის კაცი მარტო იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მეხანძრე-მაშველები. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას […]

თბილისში სანაპიროზე მანქანა ამოტრიალდა – 3 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი მანქანა ამოტრიალდა, შედეგად კი 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

გამოცემა Dziennik Lozki-ს ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ზგერჟში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. გამოცემის ცნობით, სემთხვევა, 23 თებერვლის ღამეს პატრულირებისას მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, მათთან მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოთხოვა. რასაც ჯგუფი არ დაემორჩილა და მათ ქვები ესროლა. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაფრთხილების მიზნით გაისროლა, შემდეგ […]

რუსთაველის გამზირის N32–ში ხანძარი გაჩნდა – მაშველებმა მოხუცი ქალი გამოიყვანეს

გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთაველის გამზირის N32–ში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. ცეცხლი 10–15 კვ. მეტრ ფართობზე გავრცელდა და შეკიდული ჭერი დაიწვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოხუცი ქალი გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ბათუმში რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – 2 პირი დაშავდა

ბათუმში რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - 2 პირი დაშავდა

ბათუმში, ბახტრიონის ქუჩაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 პირი, რომლებიც ბათუმის რეფერელურ საავადმოყოფოში არიან გადაყვანილი. “ნიუპოსტი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.