გვიან ღამით, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველთა თქმით, 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
“ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, გადასასვლელზე ფეხით მიმავალ მამაკაცს შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ნიუპოსტი