რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შუახნის ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მას “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მესხიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.
კატეგორია: შემთხვევა
მარტვილის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
ილია კოკაია დაიღუპა – რა მოხდა ყაზბეგთან, მწვერვალ დედაენაზე
უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე – ცნობილი ხდება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი ილია კოკაია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიემართება. ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და […]
“ბორდიურიდან გადავარდა” – ტყიბულში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
ხულოში მანქანა გზიდან გადავარდა – 1 მოზარდი დაიღუპა
19 ნოემბერს ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას […]
“მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა” – რუსთავში ელექტრიკოსს დენმა დაარტყა
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა. 26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას”-ს თანამშრომელი იყო, რომელიც XVI მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში სხვა თანამშრომლებთან ერთად გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კომენტარისთვის “ინფო რუსთავი” კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დაუკავშირდა სადაც გაგვიცხადეს, […]
“არ მინდა დავიჯერო” – თბილისში ავარიაში ლაშა გოდერძიშვილი დაიღუპა
გუშინ, 16 ნოემბერს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ლაშა გოდერძიშვილი. პრაიმ ტაიმის ცნობით, ავარია მანქანის მოცურებამ გამოიწვია. ლაშა გოდერძიშვილი მძღოლის გვერდით იჯდა. ფეისბუქში წერენ, რომ დაღუპული დედისერთა იყო. “ჩემი მოსწავლე იყო… დღეს მთელი სკოლა ტიროდა, არ მინდა დავიჯერო” – წერს ბიჭის მასწავლებელი.
ბათუმში კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ
ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა. უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. კორპუსში მცხოვრებლებს ამ წუთებში [11:00] ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან და ადგენენ იმ ოჯახების […]
“4 შვილის დედა იყო, მე-5-ზე ორსული” – ოზურგეთში მარინა მურვანიძე-ცერცვაძეს მანქანა ზურგიდან დაეჯახა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საგზაო მაგისტრალზე, ავტოავარიით 4 შვილის დედა, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. შემთხვევა 13 ნოემბერს საღამოს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის , 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „გურია ნიუსს“ სოფელ მერიიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალი მარინა მურვანიძე-ცერცვაძეა, რომელიც იმავე სოფელში, დედასთან იმყოფებოდა და იქედან […]