“ბორდიურიდან გადავარდა” – ტყიბულში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, 70 წლამდე მამაკაცი სანაპიროს ბორდიურზე იჯდა, როდესაც მდინარეში გადავარდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.

იპნ