კატეგორია: შემთხვევა

10 მანქანა დაიმტვრა გორი-თბილისის გზაზე ავარიისას

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც გამოიწვია ინერციით სხვა მანქანების შეჯახებაც. დამტვრეულია 10 მანქანა დაიმტვრა. ავარიის შედეგად, არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.  გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო.

იგოეთთან მომხდარი ავარიისას სამი გიორგი დაიღუპა

იგოეთთან მომხდარი ავარიისას სამი გიორგი დაიღუპა

კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. „არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“,- წერენ კომენტარებში.

ბათუმში  22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ბათუმში, `ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა. სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამტრედიაში 4 წლის ბავშვი ორმოში ჩავარდა და გარდაიცვალა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

სამ­ტრე­დი­ა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 4 წლის ბავ­შვი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა 12 ივ­ლისს მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ეზო­ში არ­სე­ბულ ორ­მო­ში ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ის ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა და  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ხანძარი და აფეთქების ხმები ფანასკერტელის ქუჩაზე“

„ხანძარი და აფეთქების ხმები ფანასკერტელის ქუჩაზე“

„ხანძარი და აფეთქების ხმები ფანასკერტელის ქუჩაზე“. ვიდეო ვრცელდება ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გაჩერებული მანქანა დაიწვა და დაკვამლიანება კორპუსსაც გადაედო. ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

ვინ არის კაცი, რომელიც მეწყერმა მოიყოლა

ვინ არის კაცი, რომელიც მეწყერმა მოიყოლა

ხარაგაულში, სოფელ მარელისში რკინიგზის სადგურზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე ადამიანს ეძებენ, რომელიც მეწყერშია მოყოლილი, ის 72 წლის მამაკაცია, რომელიც დარაჯად მუშაობდა. ადგილობრივები „კურიერთან“ საუბრის დროს ამბობენ, რომ იმ დროისთვის, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. „სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გასული უნდა ყოფილიყო. მამაკაცია მგონი. ადგილობრივი, ყარაულად მუშაობდა. საქონელი ამოდიოდა […]

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათის  განმავლობაში შეფერხებული იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვაკეში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ვაკეში ორი ავტობუსი  ერთმანეთს შეეჯახა

ფეისბუქჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ვაკეში ორი ავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია“.