ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს – 1 მძღოლი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს - 1 მძღოლი დაიღუპაქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.

ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ამოყირავდა.

გარდაცვლილიც და დაშავებულიც კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. მედიკოსთა განცხადებით, ორივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
პირველი არხი