წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩოწალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

“კურიერის” ინფორმაციით, ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი დღეს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.