გლდანში საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს“განუცხადეს, ცეცხლი ერთ ოთახში გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
კატეგორია: შემთხვევა
მალხაზ გველუკაშვილის 18 წლის შვილი გერმანიაში მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
22 ივლისს გერმანიაში, ქალაქ ვოლფსბურგში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 18 წლის ქართველი ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი ცოტნე გველუკაშვილია, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები ძალიან კარგად ახასიათებენ – ნიჭიერი, კეთილი, მოწესრიგებული ბიჭიაო, – ამბობენ, ვინც მას იცნობდა. მამა, მალხაზ გველუკაშვილი – საქართველოში საკმაოდ ცნობილი ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკოსი და ოკულტისტია. დედა – მუსიკოსი, თამარ გადალაძე. ცოლ-ქმარი […]
მოსახვევში კონსტრუქციას შეეჯახა – თელავთან მოტოციკლისტი დაიღუპა
ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე გვიან ღამით ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 35 წლის მამაკაცი მოტოციკლით თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მოსახვევში ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა და მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
“დაინახა, როგორ გადმოექანა და ჩავარდა” – ბორჯომში ახალგაზრდა ქალი კლდიდან გადავარდა
ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან ადამიანი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. ტელეკომპანია “ბორჯომთან” ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, კორპუსიდან დაინახა, როგორ გადმოექანა ადამიანი კლდიდან – “არ იცის, ქალი იყო თუ კაცი, რა ასაკის ან ვინ იყო, უბრალოდ დაინახა როგორ გადმოექანა და ჩავარდა.” მოგვიანებით კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ორ საათიანი […]
ქედაში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში – ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილი მდინარის ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილებში 4 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მთავარი
ხანძარი ლაღიძის ქუჩაზე – 2 ადამიანი დაშავდა
თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, დაშავებულებიდან ჰოსპიტალიზაცია არც ერთს დასჭირდა. ექიმის თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დაზიანება აქვს. ცნობისთვის, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, მოქალაქეების თქმით, შენობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა.
ხობში მანქანა ბოძს დაეჯახა და სახლის ეზოში შევარდა – 1 ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა ბოძს შეეჯახა და ერთ -ერთი სახლის ეზოში შევარდა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იპნ
გლდანში, მეტრო ახმეტელთან, 67 წლის ქალს ავტობუსი დაეჯახა – ქალს კიდური მოკვეთეს
თბილისში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, ქვეითად მოსიარულე ქალს ავტობუსი შეეჯახა. 67 წლის დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს და მას კიდურის ამპუტირების ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]
დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძარი საწყობებში გაჩნდა, გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამ დროისთვის, არ არის ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობაც. „ადგილზე ოპერატიულად, რამდენიმე წუთში გამოცხადდა 13 სახანძრო ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გვერდზე მდგომ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების […]
დიდუბეში შოკოლადის საწყობები იწვის
ხანძარი დიდუბეში – “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე შოკოლადის საწყობებს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ წუთებში 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.