“დაინახა, როგორ გადმოექანა და ჩავარდა” – ბორჯომში ახალგაზრდა ქალი კლდიდან გადავარდა

"დაინახა, როგორ გადმოექანა და ჩავარდა" - ბორჯომში ახალგაზრდა ქალი კლდიდან გადავარდაბორჯომში, არდაგანის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან ადამიანი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა.

ტელეკომპანია “ბორჯომთან” ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, კორპუსიდან დაინახა, როგორ გადმოექანა ადამიანი კლდიდან – “არ იცის, ქალი იყო თუ კაცი, რა ასაკის ან ვინ იყო, უბრალოდ დაინახა როგორ გადმოექანა და ჩავარდა.”

მოგვიანებით კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ორ საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ახალგაზრდა ქალი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ტვ ბორჯომი