დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია​ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძარი საწყობებში გაჩნდა, გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამ დროისთვის, არ არის ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობაც.

„ადგილზე ოპერატიულად, რამდენიმე წუთში გამოცხადდა 13 სახანძრო ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გვერდზე მდგომ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

ამ დროისთვის, ხანძარი არის სრულად ლიკვიდირებული. დაშავებული არავინ არის. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს.

პირველი არხი