დიდუბეში შოკოლადის საწყობები იწვის

დიდუბეში შოკოლადის საწყობები იწვისხანძარი დიდუბეში – “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე შოკოლადის საწყობებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ წუთებში 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.