ავტოსაგზაო შემთხვევას „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით დაშავებულია 8 ადამიანი, მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. ავარია კრწანისის 14 ნომერში ცოტა ხნის წინ მოხდა, შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კატეგორია: შემთხვევა
ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მარცხენა ხელი დაბუჟებული მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, დღეს 300 ლარის წამალი ვიყიდე“,- ამბობს დაშავებული ქალი რადიო „ნორთან“. მერის წარმომადგენლი, ანდრანიკ წარუკიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ელვამ სოფელში ზიანი რვა ადგილობრივს მიაყენა. „დაიწვა ტელევიზორები, წყლის გამათბობლები და […]
დოესთან ოპელი ხეს შეასკდა – 4 მამაკაცი დაშავდა, 2 უგონოდაა
ავარია შიდა ქართლში – სოფელ დოესთან “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ. მათგან ორი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ. ადგილზე მუშაობს პოლიცია. მთავარი
კვარიათში ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 4 ივნისს შემოვიდა ინფორმაცია, კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება. გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. კვარიათისკენ გავიდნენ […]
რუსთავში ბანკში გზავნილის ასაღებად წავიდა და გაქრა – ერეკლე ტაბატაძეს ისევ ეძებენ
რუსთაველ ერეკლე ტაბატაძეს ოჯახი 2 კვირაა, ეძებს. როგორც “ინფო რუსთავს” დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, 27 მაისს, XXI მიკრორაიონში, სახლიდან ბანკში გზავნილის ასაღებად წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ახალგაზრდა კაცის მეუღლის ცნობით, კამერების ჩანაწერების მიხედვით მამაკაცი თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსში ჩაჯდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება. დაკარგულ კაცს ეცვა თეთრი მაისური “ნაიკის” ლოგოთი, ჯინსის შარვალი და […]
კარალეთთან 4 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა
9 ივნისს გორი-კარალეთის გზაზე, სოფლის შესასვლელში, ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შს სამინისტროს თანამშრომლების ცნობით, მსხვერპლი არ არის. არიან დაშავებულები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. […]
ბათუმში მაგნოლიას კორპუსიდან ქალი გადავარდა
ბათუმში, ე.წ. მაგნოლიას საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში დასასვენებლად 2 დღის წიმ ჩამოვიდა. ამ დროისთვის უცნობია როგორ გადმოვარდა ქალი შენობიდან. პირველების იმფორმაციით, ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გაფაიყვანეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მიბილიზებული.
გურჯაანში მიკროავტობუსი ამობრუნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ჩუმლაყში მოხდა. არაებული ინფორმაციით, “ფორდ ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ცენტრალურ გზაზე ამობრუნდა, რა დროსაც მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის ” კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის […]
ხანძარი რუსთავის ავტობაზრობაზე – დამწვარია 20-მდე მანქანა
რუსთავის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 20-მდე ავტომობილი დაიწვა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძარი თავდაპირველად ავტომობილების ოფისს გაუჩნდა და შემდეგ პარკინგზე არსებული ავტომობილები დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ავარია შავშვებთან – 4 ადამიანი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ოთხივე პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.










