ავარია შავშვებთან – 4 ადამიანი დაშავდა

ავარია შავშვებთან - 4 ადამიანი დაშავდათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

„გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ოთხივე პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.