დოესთან ოპელი ხეს შეასკდა – 4 მამაკაცი დაშავდა, 2 უგონოდაა

ავარია შიდა ქართლში – სოფელ დოესთან “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ. მათგან ორი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

ადგილზე მუშაობს პოლიცია.

მთავარი