რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, ავტომობილი დაიწვა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ბმვ-ს მარკის ავტომობილს მოძრაობის დროს, ძრავში გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მომენტში ავტომობილში მხოლოდ 1 მამაკაცი, მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა. მას შემთხვევის შედეგად არაფერი დაშავებია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში ახალ გზაზე მანქანა ამობრუნდა – ქალი და 2 ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს
მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს
მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას. ,,შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი […]
აშშ-ში 21 წლის გიორგი ტუგუნიძე დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ამერიკაში ემიგრაციაში წასული ახალგაზრდა გარდაიცვალა. 21 წლის ასაკის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ- იორკში იმყოფებოდა. როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ. კნიუსი
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. იგი სავარაუდოდ, სიმაღლიდან ჩამოვარდა, შემდეგ კი მძიმე ტექნიკამ გადაუარა. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. “მექანიკი იყო, აკეთებდა ამწეს, ზემოთ. ალბათ ფეხი დაუცურდა. კრანსა და ბეტონის კონსტრუქციას შორის არის მოყოლილი. 60 წლამდე მამაკაცია. წელიწადნახევარია რაც აქ მუშაობდა” – ამბობენ ქარხნის თანამშრომლები. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. […]
ქუთაისში კოვიდგადატანილი ქალი მე-5 სართულიდან გადახტა
ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე კოვიდგადატანილი ქალი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი 83 წლის ქალია. უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 83 წლის ქალმა თავის მოკვლა ორი კვირის წინ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც სცადა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. რაც შეეხება თვითმკვლელობის მიზეზს, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულ ქალბატონზე გავლენა გადატანილმა ვირუსმა მოახდინა. ინფო რუსთავი
რუსთავში 42 წლის ერეკლე ტაბატაძეს ეძებენ
რუსთავში მამაკაცს ეძებენ. “ინფო რუსთავს” დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. 27 მაისს, XXI მიკრორაიონში, სახლიდან გავიდა 42 წლის ერეკლე ტაბატაძე და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მეუღლის თქმით, მამაკაცს ტანთ ეცვა თეთრი მაისური ნაიკის ლოგოთი, ჯინსის შარვალი და ნიუბალანსის ფეხსაცმელი. არის საშუალო სიმაღლის. თუ ვინმემ შენიშნეთ ან იცით მისი ადგილმდებარეობის შესახებ, დარეკეთ 112-ზე […]
ლაგოდეხში ნისანი ბენზინმზიდს შეასკდა – 7 ადამიანი დაშავდა
ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი საწვავმზიდს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. იმედინიუსი
რუსთავში აზოტთან არხში ნოდარ ყოჩიაშვილის ცხედარი იპოვეს
რუსთავიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით სარწყავ არხში მაშველებმა 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ნოდარ ყოჩიაშვილია, რომელიც 29 მაისს საწარმო “რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე არხში თევზაობის დროს ჩავარდა და გაუჩინარდა. საძიებო ღონისძიებებში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობდა. საძიებო სამუშაოების გაადვილებისთვის არხში წყლის დონის დაკლებაც მოხდა და […]
რუსთავის აზოტთან არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რუსთავის “აზოტის” საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, მამაკაცი გუშინ, არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა. საძიებო სამუშაოებში, ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი. მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის […]









