ლაგოდეხში ნისანი ბენზინმზიდს შეასკდა – 7 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხში ნისანი ბენზინმზიდს შეასკდა - 7 ადამიანი დაშავდალაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი საწვავმზიდს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იმედინიუსი