რუსთავის აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ქარხნის მიმდებარედ არსებულ წყლის არხში მამაკაცი თევზაობის დროს წყალში ჩავარდა, რის შემდეგადაც ძლიერმა დინებამ ის გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახურის ათობით ბრიგადაა მობილიზებული. მათ წყლის დონე ხელოვნურად დაწიეს რათა სამძებრო სამუშაოები გაადვილდეს. სამაშველო სამსახურის ბრიგადას მყვინთავების ჯგუფიც შეუერთდა. მთავარი
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში ბმვ პატრულს გაექცა და 3 მანქანა დაამტვრია
რუსთავში, შარტავას გამზირზე, ავტომობილი, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაურბოდა, 3 ავტომობილს შეეჯახა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავთან” თვითმხილველებმა განუცხადეს, ბმვ-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა. დამალვის მიზნით მძღოლი შარტავას გამზირის შიდა ქუჩაზე შევიდა და გაჩერებულ ავტომობილებს, ჯერ “ოპელის”, შემდეგ “ფორდის” სატვირთოს და ბოლოს “მიცუბიშის” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შემდეგ ბმვ-ს მძღოლი შემთხვევის […]
თბილისში პეკინზე ტოიოტა საიუველიროში შევარდა
თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომობილი საიუველირო მაღაზია “მანდარინას” შესასვლელს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა მაღაზიის შესასვლელი მინის კარი და ჯებირი. ინციდენტის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
რუსთავში 74 წლის ქალი ლიფტში გაიჭედა და ცუდად გახდა
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე 74 წლის ქალი ლიფტში გაიჭედა. როგორც ამალია როსტიაშვილი “ინფო რუსთავს” უყვება, ლიფტი მე-6 სართულზე გამოიძახა და 1-ელზე ჩასვლის შემდგომ გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხა. მისი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახური თავად გამოიძახა, შემდეგ კი კარზე ბრახუნით მეზობლებს მიაწვდინა ხმა, თუმცა მათ საკუთარი ძალებით ლიფტის კარის გახსნა ვერ შეძლეს. როგორც ქალი ყვება, დახურულ სივრცეში დაახლოებით […]
აბასთუმანში 60 წლის მამაკაცი 30 მეტრიდან ხევში ჩავარდა
დაბა აბასთუმანში 60 წლამდე კაცი 30 მეტრიდან ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი კაცი ხევთან ბორდიურს მიეყრდნო, თავი ვერ შეიმაგრა და ხევში ჩავარდა. შემთხვევა დღეს, 28 მაისს მოხდა. ფაქტზე შსს–მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
გლდანის ხიდებთან 5 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს
უმძიმესი ავარია თბილისში – გლდანის ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. თვითმხილველების თქმით, , ერთერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ფორმულა
გრიგოლეთში სახლი იწვის – ცეცხლი სხვა სახლებზეც გადავიდა
ხანძარია გრიგოლეთში. იწვის საცხოვრებელი სახლი, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი კიდევ რამდენიმე სახლსა და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა. სახლი, რომელსაც ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა, დამსვენებლებზე იყო გაქირავებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამსახურს ელოდებიან. რუსთავი 2
მცხეთის ქუჩაზე კვების ობიექტში ცეცხლი გაჩნდა
ბათუმის მე-10 სკოლის მე-2 სართულიდან მოსწავლე გადახტა
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-2 სართულიდან მოსწავლე გადმოხტა – ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მას ორივე ხელი აქვს მოტეხილი. “ბავშვები შატალოზე აპირებდნენ წასვლას, სკოლის კარები იყო ჩაკეტილი, რის გამოც ერთ-ერთი მოზარდი ფანჯრიდან გადახტა”- გვიყვება ინფორმირებული წყარო. მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი, თუმცა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს დავით […]
გურჯაანში ბმვ ქვის ღობეს დაეჯახა – დაშავდა მოზარდი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, მოზარდი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ვეჯინში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქვის ღობეს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მოტეხილობებით, გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. მთავარი