მცხეთის ქუჩაზე კვების ობიექტში ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე კვების ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ცნობით, ცეცხლის გაჩენა გამწოვმა გამოიწვია.

ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.