გლდანის ხიდებთან 5 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

უმძიმესი ავარია თბილისში – გლდანის ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

თვითმხილველების თქმით, , ერთერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ფორმულა