რუსთავში 74 წლის ქალი ლიფტში გაიჭედა და ცუდად გახდა

რუსთავში 74 წლის ქალი ლიფტში გაიჭედა და ცუდად გახდარუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე 74 წლის ქალი ლიფტში გაიჭედა.

როგორც ამალია როსტიაშვილი “ინფო რუსთავს” უყვება, ლიფტი მე-6 სართულზე გამოიძახა და 1-ელზე ჩასვლის შემდგომ გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მისი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახური თავად გამოიძახა, შემდეგ კი კარზე ბრახუნით მეზობლებს მიაწვდინა ხმა, თუმცა მათ საკუთარი ძალებით ლიფტის კარის გახსნა ვერ შეძლეს.

როგორც ქალი ყვება, დახურულ სივრცეში დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, მანამ, სანამ ფალიაშვილის ქუჩაზე მაშველები არ მივიდნენ.

ამალია როსტიაშვილი “ინფო რუსთავთან” ლიფტების პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ კორპუსში არსებული ლიფტი სავალალო მდგომარეობაშია.

ადგილზე მივიდა ხელოსანიც, რომელმაც აღნიშნული ბრალდებები უარყო, თქვა, რომ ლიფტებს ყურადღებას სისტემატიურად აქცევს და განაცხადა ისიც, რომ ქალს კარის გახსნა შიგნიდან შეეძლო.

ამალია როსტიაშვილს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა. მას ემოციური ფონი განუვითარდა და ექიმები შესაბამისი მედიკამენტებით დაეხმარნენ.

ადგილზე მობლიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო-პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფორუსთავი