რუსთავში აზოტის ქარხანასთან მამაკაცს ეძებენ

რუსთავში აზოტის ქარხანასთან მამაკაცს ეძებენრუსთავის აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ქარხნის მიმდებარედ არსებულ წყლის არხში მამაკაცი თევზაობის დროს წყალში ჩავარდა, რის შემდეგადაც ძლიერმა დინებამ ის გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა.

ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახურის ათობით ბრიგადაა მობილიზებული. მათ წყლის დონე ხელოვნურად დაწიეს რათა სამძებრო სამუშაოები გაადვილდეს. სამაშველო სამსახურის ბრიგადას მყვინთავების ჯგუფიც შეუერთდა.

მთავარი