ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა, თამარის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ
კატეგორია: შემთხვევა
ლაგოდეხში სამარშრუტო ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. ლაგოდეხი – გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ფორდის მარკის სამარშუტო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამარშუტო ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
17 წლის გოგა მანჯავიძემ მანქანიდან გადმოსვლისას საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა
კომენდანტის საათის დროს, თბილისთან ახლოს ავარიას 17 წლის ფრენბურთელი გოგა მანჯავიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ავტომობილში 6 პირი იჯდა. მძღოლს მანქანა მოუცურდა, მოზარდმა მანქანიდან გადმოსვლისას, საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი უსახსრობის გამო გარდაცვლილისთვის სასახლეს ვერ ყიდულობდა. ამის მერე ოჯახის ახლობელმა ჟანა დათიაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სასახლისთვის საკმარისზე მეტი თანხა […]
“მანქანა ლაგუნასთან მოუცურდათ და შემხვედრ მანქანას შეასკდნენ” – თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია ავარიაში დაიღუპნენ
20 ნოემბერს საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარიის დროს მძიმედ დაშავდა მანქანაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდები თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია “ასპრია ფიტნესის” თანამშრომლები არიან. გარდაცვლილი 28 წლის თორნიკე კობახიძის მეგობარი “ამბებთან” ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს ავტომობილი მოუცურდათ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირიპირო […]
რუსთავის გზაზე ბმვ ჯერ ბოძს დაეჯახა, მერე – ლექსუსს
20 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბოძს, შემდეგ კი ლექსუსის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ინფო რუსთავი
რუსთავში მე-7 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა
ზუგდიდში ერთმანეთს 3 მანქანა დაეჯახა
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბქუი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორ მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთ პაციენტს კი ტვინის შერყევა აქვს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. რუსთავი 2
ლაგოდეხში სუძუკი ოპელს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
ლაგოდეხში, სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაქო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი სუძუკისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობა გხდა, რის გამოც მანქანა მოცურდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. რუსთავი 2
რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა – ვიდეო
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა. როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა. დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა, ჯონი სამხარაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მცირეწლოვან ბიჭს სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიული […]
“შუქი აანთეს და ბინა აფეთქდა” – რა მოხდა ლანჩხუთში
ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აფეთქება მე-2 სართულზე მოხდა. მცხოვრებლები ბინაში დღეს დაბრუნდენ, შუქი აანთეს და აფეთქებაც მაშინ მოხდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.










