ლაგოდეხში სამარშრუტო ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი დაიღუპა

ლაგოდეხში სამარშრუტო ქვეითს დაეჯახა - მამაკაცი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში.

ლაგოდეხი – გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ფორდის მარკის სამარშუტო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამარშუტო ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.