17 წლის გოგა მანჯავიძემ მანქანიდან გადმოსვლისას საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა

17 წლის გოგა მანჯავიძემ მანქანიდან გადმოსვლისას საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალაკომენდანტის საათის დროს, თბილისთან ახლოს ავარიას 17 წლის ფრენბურთელი გოგა მანჯავიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით ავტომობილში 6 პირი იჯდა. მძღოლს მანქანა მოუცურდა, მოზარდმა მანქანიდან გადმოსვლისას, საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა.

თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი უსახსრობის გამო გარდაცვლილისთვის სასახლეს ვერ ყიდულობდა.

ამის მერე ოჯახის ახლობელმა ჟანა დათიაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სასახლისთვის საკმარისზე მეტი თანხა აგროვდა.

პრაიმ ტაიმი