რუსთავის გზაზე ბმვ ჯერ ბოძს დაეჯახა, მერე – ლექსუსს

რუსთავის გზაზე ბმვ ჯერ ბოძს დაეჯახა, მერე - ლექსუსს20 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბოძს, შემდეგ კი ლექსუსის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი