ხათუნა ხოფერია – “იან კელის რა დედამისის უნდა? კლოუნ ზელენსკის იმედად მიგდებული უკრაინელი ხალხია გადასარჩენი!”

ხათუნა ხოფერია - "იან კელის რა დედამისის უნდა? კლოუნ ზელენსკის იმედად მიგდებული უკრაინელი ხალხია გადასარჩენი!"ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“რა უნდა იან კელის?…
უფრო სწორედ, რა დედიმისის უნდა იან კელის?…
აღარ იციან საიდან მოგვიდგნენ, როგორ გვაიძულონ, რომ ორი სიტყვა დააცდენინონ საქართველოს ხელისუფლებას… ორი სიტყვა-
საქართველო საფრთხეშია!!!
…და წამოვა “მარდაჭერები”… თვითმფრინავები იარაღით გაძეძგილი… სტინგერები, ჩაფხუტები და ბრონიჟილეტები… განცხადებები და სტალინის სახლმუზეუმის მიწასთან გასწორების ჟრიამული…
შეძახილები – ააა, საქართველო ხომ არ არის ფაშისტური სახელმწიფო!!! ააა, ნახე, როგორ უსწორდებიან, უკვე მეორედ, პატარა, მშვიდობისმოყვარე ერს, ფაშისტებთან მებრძოლი სტალინის სამშობლოს! რატომ?… იმიტომ, რომ საქართველომ იცის, რომ მსოფლიო ომში ფაშიზმი სტალინმა კი არა, ჩერჩილმა დაამარცხა!!! იმიტომ, რომ რუსეთი ფაშიზმს კი არ ებრძვის, ის კაცობრიობას ებრძვის!
იტყვიან ყველაფერს, მართალსაც და ტყუილსაც, ოღონდ ჩასვრილი უკანალი ამოიწმინდონ… ოღონდ, ჩამოხეული სახე აღიდგინონ….
და მოგვაყრიან ჩამიწერილ იარაღს!!!… ბეეევრს… ძალიან ბევრს…
შეგვეშვით რა…
არ გვაქვს თქვენი ვალი…
წავიდა ჰეეე… ეგ ვალი მიშამ 2008-ში დაგიბრუნათ….
ახლა სხვა დროა…
ახლა, უპატრონოდ, ღვთის ანაბარად, კლოუნ ზელენსკის იმედად მიგდებული უკრაინელი ხალხია გადასარჩენი!
თქვენი წაქეზებული, თქვენი შეგულიანებული, თქვენგან დაკიდებული უკრაინელი ბავშვებია სამშვიდობოს გამოსაყვანი!
გაქრით რა…. სადმე… ვთქვათ, ნატოსა და პენტაგონის გზაჯვარედინზე…. ან სახდეპის მისადგომებთან….
და შუბლზე წაიწერეთ თქვენი მძინარა პრეზიდენტის უსირცხვილო გამონათქვამი – ” პუტინს ჯერ სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია”