ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რადგან ახალი დღე დადგა, უკვე შემიძლია ვთქვა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე რასაც ვფიქრობ.
მოკლედ, ქოცებს ეგ ქალი მაინც აღარ გევასებათ და დანარჩენებს აქამდეც არ გევასებოდათ, ამიტომ ალბათ არც არავინ დამიწყებთ გულწრფელ ლანძღვას.
ჩემთვის ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მაგისი არჩევნები თუ მაინც გახსოვთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ.
მაგრამ რადგან ოფიციალურად არის, მოთხოვნებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს ყველას.
ჰოდა, ამ ქალს საკუთარი ქვეყნისთვის აქვს ისეთი რამე დაბრალებული, რომ ეგ არის საკუთარი ქვეყნის ღალატი.
ქვეყნის ღალატი კიდე უპატიებელია პრეზიდენტისთვის!
აი, ამ ქვეყნის ყველაზე ღრმა ბნელებიც კი ვერ ბედავენ დღეს ზელენსკიზე და უკრაინაზე მაგ სიცრუის დაბრალებას ხმამაღლა.
ამ ქალმა კი სწორედ საქართველოსთვის ომის დაბრალებით შეიძინა პოლიტიკური ფასი.
ჯერ ეს რომ შეძლო და დანარჩენებმა გაუტარეს და ხმა მისცეს, ეს ცალკე სასწაული სირცხვილია. მაგრამ მათი სახელები მაინც არ ვიცით. ეს კი პრეზიდენტია და მთავარსარდალი.
ჰოდა, ახლა რასაც ამბობს, იმის მაგივრად ამბობს, ვინც ამის მაგივრად ეხატა ამისვე საარჩევნო ბანერებზე.
ჩვენ კი, ისევ საკაიფოდ შემოვიცვით გულუბრყვილო შტერების იმიჯი და თავს ვიტყუებთ.
პუტინმა რომ თქვას, ვამაყობ, რომ საქართველო უკრაინას უდგას გვერდითო, ექნება რამე ფასი ასეთ ფარისევლობას?! მოკლედ, მე ასე ვფიქრობ.თქვენი საქმის თქვენ იცით.არც კი გიბრაზდებით – თქვენნაირი ბოღმიანი კი არ ვარ.”

