კატეგორია: სოციალური მედია

„ეს ქობულია მხოლოდ ეკონომიკაში კი არა, საერთოდ არაფრის გაგნებაში არ არის“

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლას უამრავი კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი დავით სამხარაძე წერს: „ერთ ბიჭს კითხეს ქალიშვილთან თუ ხარო ნამყოფიო? ამან უთხრა; ქალიშვილთან კი არა, კაციშვილთან არ ვყოფილვარო.. ეს ქობულიაც, მხოლოდ ეკონომიკში კი არა, საერთოდ არაფრის გაგნებაში არ არის!“ – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

ნანუკა ჟორჟოლიანი – “ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ”

ემზარ კვიციანმა პარლამენტში ასეთი რამ თქვა: “ვინც კი „რუსთავი 2-ს“ უყურებს და „ნანუკას შოუს“, 90%-ს იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით?” ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ. ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს. თქვენ ადგილას დავიწყებდი აქციებს გადაცემის დახურვის მოთხოვნით. თან, პერმანენტულს.” ამაზე ემზარ კვიციანმა ასე უპასუხა: […]

გია ხუხაშვილი – “ცალ ხელში ბაზრის სასწორი, მეორეში ნაჯახი, თვალებზე შავი სათვალე…”

გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ცალ ხელში ბაზრის სასწორი, მეორეში ნაჯახი, თვალებზე შავი სათვალე. ასე წარმოუდგენია თემიდა იუსტიციის საბჭოს და რა ქნას. თანამედროვე სასამართლო ხელოვნება.”

კოტე ჟორჟოლიანი – “ფინანსური ბიურო ყველა სესხს არ გაანულებს… მოგიწოდებთ აქტიურობისკენ…”

კოტე ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “ფინანსური ბიურო ყველა სესხს არ გაანულებს ! ! ! როგორც აღნიშნული შეპესეს წარმომადგენელმა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირმა განგვიცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სესხების საკამოად დიდი რაოდენობა აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, მათი კეთილი ნებით და ფონდი ქართუსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკმაოდ დიდი რაოდენობა სესხების კვლავ მათთან დარჩება… მათგან მეტი სესხი აღარ განულდება… მიუხედავად […]

დავით ქაცარავა – “ისინი ატოციდან სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ერთის მდგომარეობა მძიმეა”

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შორის ღორის გრიპის გაჩენის შესახებ დავით ქაცარავამ ფეისბუქში დაწერა: “ჩვენი საპატრულო ჯგუფის 3 წევრს დაუდგინდა H1N1 ვირუსი!!! ისინი ატოციდან სასწრაფო დახმარების მანქანებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში!ერთ-ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა!!! მაინც არ გავჩერდებით!!! შემდეგი ჯგუფი ვენაცვლებით ჩვენს გუშაგებს და მათ კი სასწრაფო გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!!! ძალა ერთობაშია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! პ.ს. ამ ეტაპზე დაუდასტურდა მხოლოდ […]

ანონიმური საჩივარი ია კერზაიას საქმეში – ბაჩანა შენგელია განცხადებას აქვეყნებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში ანონიმურ განცხადება-საჩივრის ნაწილს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც გენინსპექცია ზუგდიდის მე-6-ე საჯარო სკოლაში შევიდა. “ვაქვეყნებ იმ ანონიმური (რომელიც ამავდროულად არის გაყალბებული) განცხადება-საჩივრის ნაწილს, რომელიც არაერთი ადამიანის დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზებას დაედო ,,საფუძვლად”. როგორც ხედავთ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ,,საუკეთესო პრაქტიკით” არის შესრულებული (ფორმა დაცულია). აქედან დაიწყო […]

“ყველამ ვილოცოთ გია ყანჩელისთვის” – ქართველი კომპოზიტორი საავადმყოფოში მოხვდა

სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ჯულიან მილკისი გია ყანჩელის ფოტოს და ინგლისურ ენაზე მიმართვას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სახალხო არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საავამყოფოშია მოთავსებული. “მე ვთხოვ ყველას, ვილოცოთ გულით გია ყანჩელისთვის, ის საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. ვილოცოთ ერთად და გავუგზავნოთ მას ჩვენი სიყვარული, ენერგია და კეთილი სურვილები”, – წერს მუსიკოსი.

ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს – ”სანამ მე დუელში გამომიწვევ, შვილის მკვლელს იქნებ სილა მაინც გააწნა”

ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დუელში გამოიწვია. ოქრუაშვილმა რობაქიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა: „სანამ მე დუელში გამომიწვევ სასიკვდილო გასროლით, შვილის მკვლელს იქნებ ერთი სილა მაინც გააწნა. “შენისთანაზე” ხელი რატომ უნდა გავისვარო? დუელშიო, გამომივიდა ბურბონების და დე ვინტერების ჩამომავალი“. – წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

სააკაშვილი: “ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოში დარჩნენ მხოლოდ თვითონ, ბერა და მისი მონები” 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოში “დარჩნენ მხოლოდ თვითონ, ბერა და მისი მონები.” “პოლონეთში უბერი გამოვიძახე,გორელი ბიჭი გიორგი აღმოჩნდა,2 თვეა ჩამოსული.მისი თქმით,ბოლო 3 თვეში დაახლოებით 5 ჯერ გაიზარდა საქართველოდან ჩამოსული ხალხის რაოდენობა.უჭირთ აქაც…საერთო საცხოვრებელის ოთახში სხვა 5 ქართველთან ერთად ცხოვრობს,12-14 საათი მუშაობს,მაგრამ საქართველოში პერსექტივა მთლიანად მოშლილია.ზუსტად ეს უნდა ივანიშვილს-კიდევ მილიონმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა და […]

ცოტნე გამსახურდია – “ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს…”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა: “მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს… ჯერ იყო და კახა თარგამაძე, ყოფილი “ობეხეეშნიკი”, ბარმენებს რომ დასდევდა და ასი გრამი არყისთვის იჭერდა, გახდა რკინის კაცი და ქვეყნის საფუძველი. მერე ვანო იყო, მერაბიშვილი, ერთი უცნობი არასამთავრობოს წევრუკა და პროვინციული გაზეთის ერთერთი ავტორი, რომელიც საქართველოს ხერხემალი გახდა. ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მისი რუსული ფირმების […]