საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანსა და “გოლდენ სტეიტის” წევრს, ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ულოცავს. – ჩემს მეგობარს, ზაზა ფაჩულიას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას!!! სასიხარულო და საამაყოა, რომ NBA -ს და ქართული კალათბურთის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ეს ჩემპიონატი მოიგო. გვეამაყები!!!, – წერს კალაძე. […]
კატეგორია: სოციალური მედია
სალომე ზურაბიშვილი ბირჟა მაფიის სკანდალზე – ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ… აქ სხვა პოლიტიკური თამაშია
რამდენიმე საათის წინ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე პოსტი დადო, რომელიც ბირჟა მაფიის წევრების დაკავებას ეხება. აი, რას წერს დეპუტატი: – რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და “აზრების” გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ, რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და … ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს? […]
ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას მადლობას უხდის
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის. “Nika, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.
ელისო კილაძე – “გია ყარამანიშვილს ორი დღის წინ შევხვდი… რუსთავი 2-ის დირექტორობა არ შემოუთავაზებია”
– ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას. ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს. კილაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე შეთავაზება არ მიუღია. – ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე -პოლიტიკაზე, მედიაზე, „რუსთავი 2“-ზე და ა.შ. […]
სოფო ნიჟარაძე ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს – “ულამაზეს ცხვირს და ტუჩებს დააკვირდნენ ზოგიერთები“
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ფეისბუქის გვერდზე თავისი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე იგი 11 წლისაა. “რამე შეიცვალა? იგივე ხარ ზუსტად!“; “მიმიკების დედოფლად დაბადებულხარ“; “შენს ულამაზეს ცხვირს და ტუჩებს დააკვირდნენ ზოგიერთები“; “არაჩვეულებრივი დედის უძვირფასესი ქეთის შარმი თან დაგყვება“, – წერენ სოფოს ფეისბუქმეგობრები კომენტარებში.
ავთანდილ ხურციძე – ”სერიოზული გაუგებრობა მოხდა…უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა”
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენი წერს, რომ ” ძალიან სერიოზული გაუგებრობა” მოხდა. ხურციძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა. – მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო […]
მერაბ ამზოევი – „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემთვის კონკურსი დამთავრდა“
X ფაქტორის მეგა-შოუს აუტსაიდერებში ორშაბათს მაგდა ვასაძე და მერაბ ამზოევი აღმოჩნდნენ. იმის მიუხედავად, რომ ორივე კონკურსის ფავორიტებად ითვლებოდა, მათ მაყურებელთა ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჟიურის მოუწია, რომელმაც უპირატესობა მაგდა ვასაძეს მიანიჭა და კონკურსი მერაბ ამზოევმა დატოვა. – სამწუხაროდ თუ საბედნნიეროდ ჩემთვის კონკურსი დამთავრდა, – ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე მერაბ ამზოევი შოუდან წასვლას. ჟიურის გადაწყვეტილებამ […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: უმადური არ გეგონოთ, როსტოზე და კურტანაზე რომ არაფერს ვწერ
ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი როსტოსა და კურტანაზე: – უმადური არ გეგონოთ, როსტოზე და კურტანაზე რომ არაფერს ვწერ. უბრალოდ ბანძი შოუა დღევანდელი პროცესი. თუ სიგუას ეს ხელისუფლება დრაგ ფესტივალებს უფინანსებს, სხვები ციხეში არ უნდა ლპებოდნენ. სულ ესაა. დღეს რომ ჩემი მეგობრები გარეთ მენახა, ბუნებრივია პირობითი სასჯელით, დავწერდი დიდ მადლობას და ერთ გულწრფელ გულსაც მოვაყოლებდი. ყველაზე […]
ნიკა გვარამია: ”ან ივანიშვილი კალაძის თამაშებს ნაჯახის დარტყმით აღკვეთავს, ან დასუსტდა და წასასვლელად ემზადება”
ენერგეტიკის მინისტრის და პირველი ვიცე-პრემიერის პოლიტიკურ და ფინანურ გავლენებზე წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას თქმით, კალაძე მსხვილ ინვესტიცია დებს ერთ-ერთ მცირე ტელევიზიაში. აი, რას წერს ნიკა გვარამია: – ამასობაში, კახი კალაძის ფიგურამ საინტერესო კონტურების შეძენა დაიწყო: 1. ძალიან ბევრი ფული მოიხვეჭა განვლილი 5 წლის მანძილზე, 2. საკუთარი მრავალრიცხოვანი საპარლამენტო დაჯგუფება შექმნა, 3. […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: “სერიოზული აფიორაა… გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში”
თემა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში გასახდომი წამლების მეშვეობით დაიკლო კვლავ აქტუალურია. თავად ტელეწამყვანმა აღნიშნული ფაქტი არაერთხელ უარყო და ის კომპანია, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს სიცრუეში დაადანაშაულა, თუმცა როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს კვლავ ბევრი ადამიანი შედის შეცდომაში. – მეგობრებო, არასოდეს, არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია. უფრო მეტიც, უკვე დავიწყეთ გარკვევა, რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც იტყუება ჩემი […]










