ავთანდილ ხურციძე – ”სერიოზული გაუგებრობა მოხდა…უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა”

ავთანდილ ხურციძე - ”სერიოზული გაუგებრობა მოხდა...უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა”ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენი წერს, რომ ” ძალიან სერიოზული გაუგებრობა” მოხდა. ხურციძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.

– მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.

მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას! – აცხადებს

ქართველი მოკრივე.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ.

 

ნიუპოსტი