ნიკა გვარამია: ”ან ივანიშვილი კალაძის თამაშებს ნაჯახის დარტყმით აღკვეთავს, ან დასუსტდა და წასასვლელად ემზადება”

ენერგეტიკის მინისტრის და პირველი ვიცე-პრემიერის პოლიტიკურ და ფინანურ გავლენებზე წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას თქმით, კალაძე მსხვილ ინვესტიცია დებს ერთ-ერთ მცირე ტელევიზიაში.

აი, რას წერს ნიკა გვარამია:

– ამასობაში, კახი კალაძის ფიგურამ საინტერესო კონტურების შეძენა დაიწყო:

1. ძალიან ბევრი ფული მოიხვეჭა განვლილი 5 წლის მანძილზე,

2. საკუთარი მრავალრიცხოვანი საპარლამენტო დაჯგუფება შექმნა,

3. თბილისის მერობა დაიჟინა (დიახ, დაიჟინა), და მისი კანდიდატურის მიუღებლობის გადაძლევას საკუთარი საპარლამენტო დაჯგუფების ულტიმატუმნარევი ქმედებებით ცდილობს,

4. ერთერთ მცირე ტვში შედის მსხვილი ინვესტიციით, ანუ საკუთარ მედიაპლატფორმას იქმნის.

დასკვნა: ან ბიძინა ივანიშვილი მის ამ თამაშებს ნაჯახის დარტყმით აღკვეთავს, ან სიტუაციას ხელიდან გაუშვებს და ქვეყნის ყველაზე მაღალი ვოტუმის არჩევით ფიგურას მიიღებს საკუთარი ფულით, პოლიტიკური დასაყრდენით და მედიით.

ვნახოთ, დასუსტდა და წასასვლელად ემზადება ივანიშვილი, თუ სიტუაციას კვლავ აკონტროლებს.