ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის.
“Nika, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.

